1775900504
ირანის ახალ უზენაეს ლიდერს მძიმე დაზიანებები აქვს და მკურნალობას განაგრძობს - მედია
ირანის ახალ უზენაეს ლიდერს მძიმე დაზიანებები აქვს და მკურნალობას განაგრძობს, - ინფორმაციას Reuters-ი ირანის უზენაესი ლიდერის გარემოცვასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ ომის დაწყებისას ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერისა და მამამისის, ალი ხამენეის რეზიდენციაზე საჰაერო დარტყმის შედეგად სახისა და ფეხის მძიმე დაზიანებები მიიღო.
ასევე, წყაროების განცხადებით, 56 წლის უზენაესი ლიდერი საღ გონებაზეა და ოფიციალურ პირებთან ერთად გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობს.












