ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მხარდამჭერების თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოჰყვა - არის მსხვერპლი

ნიკოლ ფაშინიანი

სომხური მედია  წერს, რომ 11 აპრილს, დაახლოებით 07:50 საათზე, ქუჩაკ-აპარანის გზაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის „Honda“-ს მარკის ავტობუსი და „Nissan“-ის მარკის ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. წინასწარი მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 12 კი დაშავდა.

გავრცელებული ცნობებით, პოლიციის ავტობუსი წინასაარჩევნო კამპანიისას საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მხარდამჭერების ავტობუსებთან ერთად ლორეს პროვინციაში მიემგზავრებოდა. დაწყებულია გამოძიება.