როგორი ამინდი იქნება ორშაბათის ჩათვლით! - განახლებული პროგნოზი

ამინდი

11  აპრილს - შაბათს

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში წვიმა, შესაძლებელია ელჭექი, ღამით მაღალმთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +10, +15°; მთაში ღამით 0, +5°, დღისით +8, +13°; მაღალმთაში ღამით  -3, +2°, დღისით  +3, +8°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, მაღალმთაში ზოგან თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +1, +6°, დღისით +12, +17°; მთაში ღამით  -2, +3°, დღისით +6, +11°;  მაღალმთაში ღამით -6, -1°,  დღისით +2, +7°.

12  აპრილს - კვირას

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, ღამით მაღალთაში  თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +8, +13°; მთაში ღამით 0, +5°, დღისით +6, +11°; მაღალმთაში ღამით -4, +1°, დღისით  +1, +6°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა,  ღამით მთაში თოვლი. ზოგან ძლიერი, ზოგან შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.  ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +2, +7°, დღისით  +5, +10°, ზოგან +17°-მდე; მთაში ღამით -1, +4°, დღისით +5, +10°; მაღალმთაში ღამით -4, +1°, დღისით +1,+6°.

13  აპრილს - კვირას

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია  ელჭექი, ღამით მაღალთაში  თოვლი,  შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +8, +13°; მთაში ღამით 0, +5°, დღისით +5, +10°; მაღალმთაში ღამით -4, +1°, დღისით  +1, +6°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი.  მთაში ზოგან თოვლი,  დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +2, +7°, დღისით  +8, +13°,  მთაში ღამით -1, +4°, დღისით +3, +8°; მაღალმთაში ღამით -4, +1°, დღისით  -1,+4°.