ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას გამოიძიებს

ბლინკენი

შეერთებული შტატები გამოიძიებს ისრაელის მიმართ წაყენებულ ბრალდებას „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე. განცხადება ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა.

„პირველივე დღიდან ვმუშაობთ, რათა ყველაფერი გაკეთდეს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ასევე ვცდილობთ მაქსიმალურად გავამარტივოთ ღაზის სექტორის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. რაც შეეხება ბრალდებებს, იქნება ეს ადამიანის უფლებებისა, თუ სხვა ნორმების დარღვევა, დეპარტამენტს ამისთვის აქვს შიდა პროცესი, რომლითაც იძიებს ასეთ ინციდენტებს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.