სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
ამერიკელი სენატორების ჯგუფმა წარადგინა პირველი რეზოლუცია, რომელიც სენატს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ მოუწოდებს.
რეზოლუცია მოუწოდებს აშშ-ს, აღიაროს დემილიტარიზებული პალესტინის სახელმწიფო, რამაც რეგიონი მშვიდობას უნდა შეუწყოს ხელი.
როგორც „როიტერი“ წერს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დემოკრატების მიერ წარდგენილი რეზოლუცია პალატაში დამტკიცდეს, სადაც რესპუბლიკელებს 53-47 უმრავლესობა აქვთ. ამასთან, დონალდ ტრამპმა 18 სექტემბერს განაცხადა, რომ არ ეთანხმება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხთან დაკავშირებით.
გამოცემის ინფორმაციით, გაერო-ს საგამოძიებო კომისიამ მიმდინარე კვირაში დაასკვნა, რომ ისრაელმა ღაზის სექტორში გენოციდი ჩაიდინა. ისრაელი კი აცხადებს, რომ დასკვნები მიკერძოებულია და დაუდასტურებელ მტკიცებულებებს ეფუძნება.
ცნობისთვის, ისრაელის სამხედრო ძალებმა ქალაქ ღაზის ოკუპაციისთვის სახმელეთო შეტევა 16 სექტემბერს განაახლეს. მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზის სექტორი ალყაში მოაქცია, რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისი გამწვავდა და მოსახლეობას საკვების, სასმელი წყლისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტი აქვს. მათივე ცნობით, ისრაელი ამ დროისთვის ღაზის დაახლოებით 75%-ს აკონტროლებს.