1769284719
ამერიკელი ექსტრემალური მთამსვლელი, ტაივანში 500 მეტრიან შენობაზე ყოველგვარი დაზღვევის გარეშე ავიდა - ამისთვის მას 91 წუთი დასჭირდა
ამერიკელმა ექსტრემალურმა მთამსვლელმა, ალექს ჰონოლდმა, ტაივანში 500 მეტრიანი ცათამბჯენი "ტაიპეი 101" დაიპყრო.
ჰონოლდს 101-ე სართულზე ასასვლელად 91 წუთი დასჭირდა. ის ცათამჯენზეთოკების ან რაიმე სახის დაცვის გარეშე, free solo რეჟიმში ავიდა.
როგორც მედია წერს, შეცდომა მყისიერ სიკვდილს ნიშნავდა.
ჰონოლი არ არის პირველი ადამიანი, ვინც ტაივანში აღნიშნულ შენობაზე ავიდა, თუმცა პირველია, ვინც ეს ყველანაირი დაზღვევის გარეშე გააკეთა.
ალექს ჰონოლდის შენობაზე ასვლა პარასკევს იყო დაგეგმილი, თუმცა წვიმის გამო შაბათამდე გადაიდო.











