ჩინურმა კომპანიამ თანამშრომლებს „ემოციური შვებულების" აღების უფლება მისცა - „ყველას აქვს პერიოდი, როცა თავს ბედნიერად არ გრძნობს"

ჩინური კომპანია

 ჩინურმა საცალო ვაჭრობის ქსელმა თანამშრომლებს ახალი ინიციატივა, სახელწოდებით „ემოციური შვებულება" წარუდგინა.  ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

ახალი წესის მიხედვით, თანამშრომლებს წელიწადში 10 დღე „ემოციური შვებულების" აღება შეუძლიათ მაშინ, როდესაც თავს ბედნიერად არ გრძნობენ და ყველაფრის მოტივაცია აქვთ დაკარგული. 

კომპანიის დამფუძნებლის თქმით: „ყველას აქვს პერიოდი, როცა თავს ბედნიერად არ გრძნობს. თუ ასე ხარ, სამსახურში არ უნდა მოხვიდე”.

ამ ინიციატივას ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.  როგორც სოციალური ქსელის მომხმარებლები ამბობენ, კარგია, რომ კომპანია თანამშრომლების მენტალურ ჯანმრთელობას ასეთ ყურადღებას უთმობს.