საბერძნეთში, 150 კოვიდით გარდაცვლილის ექსჰუმაციას გეგმავენ - როგორც აღმოჩნდა, გვამები არ იხრწნება
1771447786
ამერიკელები თუ ფიქრობენ, რომ შეუძლიათ, გასული წლის აგვისტოში მიღწეული შეთანხმების საწინააღმდეგოდ მაღალი ტარიფებით ზეწოლა მოახდინონ, მაშინ ჩვენ, გერმანიაში და ევროპაში საკუთარი მაღალი ტარიფებით ვუპასუხებთ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა
მისივე თქმით, თუ ამერიკაში ფიქრობენ, რომ ტარიფები საკუთარ ქვეყანაში გადასახადებზე უფრო მნიშვნელოვანია, ეს მათი არჩევანია.
„ეს არ არის ჩვენი პოლიტიკა. მე სწორედ ამას ვიტყვი ვაშინგტონში ჩემი მომავალ ვიზიტისას: შეგიძლიათ, ასე მოიქცეთ, მაგრამ ჩვენ არ მოგყვებით. თუ გადააჭარბებთ, ჩვენ, ევროპელებს სრულად შეგვიძლია, საკუთარი თავი დავიცვათ“, – განაცხადა მერცმა.
როგორც მერცმა აღნიშნა, მომავალ კვირას ჩინეთში გაემგზავრება, რათა განიხილოს მომავალი თანამშრომლობა ევროპა-გერმანიასა და ჩინეთს შორის.
„საგარეო პოლიტიკა და ეკონომიკური პოლიტიკა ერთმანეთთან იმავე ხარისხით არის დაკავშირებული, როგორც თავდაცვის და შიდა პოლიტიკა. დღეს ჩვენ მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა აღარ შეგვიძლია“, – აღნიშნა ფრიდრიხ მერცმა.