ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ნევადა

ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ცეცხლი 4 250 ჰექტარ ფართობზე მძვინვარებს.

შტატის მმართველობამ სტიქიის ზონასთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას ევაკუაციისთვის საგანგებო რუკების გაცნობისკენ მოუწოდა, რომელიც სატელეფონო შეტყობინების სახით გავრცელდა.