ავარია თბილისში - დაშავებულია სამი ადამიანი

ავარია

თბილისში, აკაკი ბაქრაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

შემთხვევის შედეგად ავტომობილი გადატრიალდა. 

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ავარიის შედეგად სამმა ადამიანმა მიიღო დაზიანება. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.