ალბანეთში სტუდენტების ანტისამთავრობო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

ალბანეთში სტუდენტების ანტისამთავრობო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

სტუდენტების ანტისამთავრობო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა ტირანაში. განათლების სამინისტროსთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა უწყების შენობას ქვები და ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლეს.

სამართალდამცველებმა კი მათ დასაშლელად ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

პოლიციამ 23 პირი დააკავა. დაშავებულია 6 სამართალდამცველი, 13 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს - მათ შორის არიან სტუდენტები, ერთი ჟურნალისტი და უცხოელი დიპლომატი.

აქციის მონაწილეები სასწავლო პირობების გაუმჯობესებას, ფინანსურ მხარდაჭერას, კორუფციის აღმოფხვრასა და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

✕