ალასკის მდინარეები ნარინჯისფერი გახდა - რას ამბობენ მეცნიერები მიზეზებსა და შედეგებზე

მდინრეები

 ალასკის ბრუქსის მთებში მდინარეები, რომლებიც ოდესღაც იმდენად სუფთა იყო, რომ პირდაპირ შეიძლებოდა დალევა, ნარინჯისფერი გახდა. ამის გამომწვევი მიზეზი ტოქსიკური ლითონების წყალში გავრცელებაა. გლობალური დათბობის შედეგად უძველესი, დიდი ხნის გაყინული მიწა დნება, რაც ქიმიური რეაქციების გააქტიურებას იწვევს. ზარალდებიან თევზები და ირღვევა ეკოსისტემა.

როდესაც გლობალური ტემპერატურა იმატებს, მარად მზრალი ქვენიადაგი დნობას იწყებს. როცა წყალი და ჟანგბადი მასში ჩაედინება, გოგირდმჟავა წარმოიქმნება. ის ქანებიდან რკინას, ალუმინსა და კადმიუმს ათავისუფლებს, რაც შემდეგ მდინარეში ერევა. ხშირად მსგავს ცვლილებებს სამთო მრეწველობა იწვევს, თუმცა ახლა ის ამ შემთხვევას არ უკავშირდება.

"აი, ასე გამოიყურება მჟავის საბადოს ჩამონადენი", — ამბობსტიმ ლაინსონი კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოგეოქიმიკოსი — "თუმცა აქ საბადო არაა. მხოლოდ მარად მზრალი ქვენიადაგი დნება და ლანდშაფტის ქიმიას ცვლის".

მიუხედავად იმისა, რომ კვლევასალმონის მდინარეზე ჩაატარეს, მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ მსგავსი ცვლილებები ათეულობით არქტიკულ აუზში მიმდინარეობს.

"ბრუქსის მთებში 1976 წლიდან ვმუშაობ და ვმოგზაურობ. ბოლო დროის ცვლილებები ლანდშაფტსა და წყლის ქიმიაში მართლაც გასაოცარია", — ამბობს კვლევის თანაავტორი, დევიდ კუპერი, კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი.

ალასკის უნივერსიტეტის ეკოლოგმა პედი სალივანმა ცვლილებები პირველად 2019 წელს შეამჩნია, როცა არქტიკულ ტყეებზე მუშაობდა, რომლებიც ჩრდილოეთისკენ ინაცვლებს. ეს კლიმატის ცვლილების კიდევ ერთი შედეგია. პილოტმა, რომელიც სალივანს ადგილზე მიჰყავდა, გააფრთხილა, რომ სალმონის მდინარე თოვლის დნობის შემდეგაც არ გასუფთავებულა და კანალიზაციას ჰგავდა. შეშფოთებულმა სალივანმა თანამშრომლობა დაიწყო ლაიონსთან, ალასკის წყნარი ოკეანის უნივერსიტეტის მეცნიერთან რომან დაიალთან და სხვა მკვლევრებთან.

ანალიზმა დაადასტურა, რომ დნობის შედეგად მარად მზრალ ქვენიადაგში ქიმიური რეაქციები იწყება. ამის შედეგად მჟავა და ლითონების დიდი ნაკადი წარმოიქმნება — მათ შორის კადმიუმი, რომელიც თევზის ორგანოებში გროვდება და შეიძლება დათვებსა და ფრინველებსაც ავნოს, რომლებიც ამ თევზს ჭამენ.

 პატარა რაოდენობით ლითონები ტოქსიკური არ არის, მაგრამ კვლევამაჩვენა, რომ მდინარის წყალში მათი დონე აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ დადგენილ ზღვრებს აჭარბებს და წყლის ბინადრებს საფრთხეს უქმნის. გარდა ამისა, რკინით გაჯერებული წყალი მზის სინათლეს არ ატარებს და მდინარის ფსკერზე სახეობებს ვნებს.

ჯერჯერობით ამ თევზების საკვებად გამოყენება საფრთხე არაა. მიუხედავად ამისა, მდინარეებში მიმდინარე ცვლილებები მალე რისკებს წარმოქმნის.

"ეს მხოლოდ სალმონის მდინარის ამბავი არ არის", — ამბობსლაიონსი — "ეს მთელ არქტიკაში ხდება. სადაც მარად მზრალი ქვენიადაგი დნება, ეს პროცესი ყველგან იწყება".

საბადოებისგან განსხვავებით, სადაც მჟავე გამონადენის შეჩერება ბუფერებით ან დამცავი სისტემებით შეიძლება, ასეთ შორეულ აუზებში დაბინძურების ასობით წყარო არსებობს და ინფრასტრუქტურა არ არის. როგორც კი ქიმიური პროცესი იწყება, მისი შეჩერება მხოლოდ მარად მზრალი ქვენიადაგის აღდგენას შეუძლია.

"ამის შეჩერება შეუძლებელია, როგორც კი ერთხელ დაიწყება", — ამბობს ლაიონსი — "ეს კიდევ ერთი შეუქცევადი ცვლილებაა, რომელსაც გლობალური დათბობა იწვევს".

კვლევა, რომელიც ეროვნული სამეცნიერო ფონდის სწრაფი რეაგირების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა, სხვა არქტიკული რეგიონებისთვისაც სერიოზულ საფრთხეს უსვამს ხაზს. მეცნიერები ცდილობენ, თემებსა და მიწის მართვის ორგანოებს დაეხმარონ, რომ შესაძლო შედეგები წინასწარ განსაზღვრონ და საჭიროების შემთხვევაში მოემზადონ.

"დედამიწაზე ცოტა ადგილიღა დარჩა ისეთივე ხელუხლებელი, როგორიც ეს მდინარეებია", — დაამატა ლაიონსმა — "მაგრამ თუნდაც აქ, ქალაქებისგან მოშორებით, გლობალური დათბობის კვალი ნათლად ჩანს. არც ერთი ადგილი არ არის დაცული".