დილით თუ შენიშნავთ, რომ ბალიში ნერწყვით არის სველი... - ექიმის გაფრთხილება
1773496865
ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. მთელი ღამის განმავლობაში, აფეთქებების ხმა ისმოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში. სამიზნე გახდა გაერთიანებული ერების სამი სხვადასხვა ბაზა. თავს დაესხნენ ქვეყანაში მყოფ სამშვიდობოებსაც. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, მისიებს ცეცხლი, სავარაუდოდ, არა არმიის, არამედ სხვა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა გაუხსნეს.
დრონით თავდასხმა მოხდა ქუვეითში, ამერიკისა და იტალიის სამხედრო ბაზაზე. ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, დაშავდა 5 ადამიანი. მუშაობა ამ დრომდე შეჩერებულია დუბაის საერთაშორისო აეროპორტშიც, სადაც, უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შედეგად, დაზიანდა საწვავის ავზი, გაჩნდა ხანძარი.
ირანში გათიშულია კავშირი მთავარ სატელეკომუნიკაციო ქსელთან. მოსახლეობა, უკვე 16 დღეა, ინტერნეტის გარეშეა.