1767110152
ახალი წლის დადგომა კიდევ რამდენიმე ქვეყანაში იზეიმეს
თბილისის დროით 15:00 საათზე ახალი წლის დადგომა კიდევ რამდენიმე ქვეყანაში აღნიშნეს. 2026 წლის ათვლა უკვე დაიწყეს ახალ ზელანდიაში, სამოაზე, ტონგასა და ტოკელაუზე.
ახალი ზელანდიის დედაქალაქში, ოკლენდში დღესასწაული ტრადიციული ფოიერვერკით აღნიშნეს.
ერთი საათით ადრე კი 2026 წლის დადგომა პლანეტაზე პირველებმა კირიბატის მცხოვრებლებმა იზეიმეს.












