დარღვევის შემთხვევაში მძღოლი 300 ლარით დაჯარიმდება... - ახალი რეგულაცია 1 სექტემბრიდან ამოქმედდება
1788036274
კიტოს აეროპორტში სამართალდამცველებმა რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომლის ბარგშიც გალაპაგოსის კუნძულებიდან წამოყვანილი 32 ახალგაზრდა ზღვის იგუანა აღმოაჩინეს. ცხოველები ჩემოდანში მოთავსებულ რვა პლასტმასის კონტეინერში იყვნენ დამალული.
ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, რუსეთის მოქალაქე ცხოველების ეკვადორიდან ისლანდიაში გაყვანას გეგმავდა. იგუანები გაუწყლოებულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, აღმოჩენის შემდეგ ისინი ვეტერინარებს გადასცეს და სპეციალიზებულ ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
ზღვის იგუანები გალაპაგოსის კუნძულების ენდემურ სახეობას მიეკუთვნებიან და დაცვის ქვეშ იმყოფებიან.