შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1792938299
თეირანი ომის შემდეგ ფუნდამენტურ და სტრატეგიულ ცვლილებებს აანონსებს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ყველაფერი შეიცვლება, მათ შორის ჰორმუზის სრუტის მართვა. აბას არაღჩის თქმით, ახალ რეალიებზე კონსულტაციები ომანთან უკვე დაწყებულია.
არაღჩი ტრამპის ბოლო განცხადებასაც გამოეხმაურა, შტატები ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა და ცალსახად აღნიშნა, რომ ომი უნდა დასრულდეს.
„ბოლო 1,5 წლის ომები, განსაკუთრებით „რამადანის ომი“ და „40-დღიანი ომი“, რეგიონის ისტორიაში გარდამტეხ მომენტად იქცა. ამ ომებმა დაანგრია უსაფრთხოების არსებული სტრუქტურები და შეცვალა ვითარება რეგიონში. ეს არის რეალობა, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოს მსოფლიომ, რეგიონის ქვეყნებმა და ყველამ ჩვენგანმა; აღარაფერი იქნება ისე, როგორც ადრე. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ახალი რეალიები დამყარდა. ჰორმუზის სრუტეში მარშრუტები არ იქნება ისეთი, როგორიც ადრე, და არც ჰორმუზის სრუტის მართვა იქნება ისეთი, როგორც ადრე. არის საკითხები, რომლებზეც მოლაპარაკებები ჩავატარეთ და ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება“, - დასძინა მინისტრმა.