რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1772281034
ორი მეთაური გარდაიცვალა, მაგრამ რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირები გადარჩნენ, მათ შორის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი და პარლამენტის თავმჯდომარე, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ „ენბისი ნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„ყველა მაღალი თანამდებობის პირი ცოცხალია. ასე რომ, ყველა თავის პოზიციაზეა და ჩვენ ამ სიტუაციას ვმართავთ და ყველაფერი კარგადაა“, – აღნიშნა აბას არაღჩიმ.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი, მისი ინფორმაციით, ცოცხალია.
„რამდენადაც მე ვიცი, ჯერ კიდევ ცოცხალია“, – განაცხადა არაღჩიმ.