„მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს...“ - საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1772296123
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა სპეციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში მოკავშირეების დასაცავად სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა.
თავის ვიდეომიმართვაში სტარმერმა ირანის თავდასხმა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სხვა ქვეყნებზე დაგმო.
„ვგმობ ირანის დღევანდელ თავდასხმებს რეგიონში ჩვენს პარტნიორებზე, რომელთა უმეტესობა კონფლიქტში მონაწილე მხარე არ არის. ჩვენ მათ მხარდაჭერასა და თანადგომას ვუცხადებთ. ახლო აღმოსავლეთში ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულების ფარგლებში რეგიონში გვაქვს რიგი თავდაცვითი შესაძლებლობები, რომელიც ცოტა ხნის წინ გავაძლიერეთ. ჩვენი ძალები აქტიურია და დღეს ცაში აფრინდნენ ბრიტანული თვითმფრინავები, კოორდინირებული რეგიონული თავდაცვითი ოპერაციების ფარგლებში, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი, ინტერესები და მოკავშირეები, როგორც ამას დიდი ბრიტანეთი აკეთებდა ადრეც, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“ - განაცხადა სტარმერმა.