ინფორმაცია მათთვის, ვისაც სიონის საკათედრო ტაძარში ილია მეორის საფლავზე მისვლა სურს
1774209216
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მოძრაობა შეჩერებულია არა ირანის ქმედებების გამო, არამედ იმიტომ, რომ სადაზღვევო კომპანიები შეშფოთებულნი არიან შეერთებული შტატების მიერ წამოწყებული ომით.
„ჰორმუზის სრუტე არ არის ჩაკეტილი. გემები ყოყმანობენ იმიტომ, რომ სადაზღვევო კომპანიებს იმ ომის ეშინიათ, რომელიც თქვენი არჩევანით დაიწყეთ - და არა ირანის გამო. ნაოსნობის თავისუფლება ვერ იარსებებს ვაჭრობის თავისუფლების გარეშე. პატივი ეცით ორივეს,“ - განაცხადა მან.
მანამდე დონალდ ტრამპმა თეირანისგან ჰორმუზის სრუტის 48 საათში გახსნა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ირანს ელექტროსადგურების დაბომბვით დაემუქრა.