ლონდონში, სინაგოგასთან ახლოს უცნობმა პირებმა ებრაული მოხალისეობრივი ორგანიზაციის სასწრაფო დახმარების ოთხ მანქანას ცეცხლი წაუკიდეს

სინაგოგასთან

ლონდონში, სინაგოგასთან ახლოს, უცნობმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს სასწრაფო დახმარების ოთხ მანქანას, რომლებიც ებრაულ მოხალისეობრივ ორგანიზაციას ეკუთვნის. პოლიცია ინციდენტს ანტისემიტურ აქტად აფასებს. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

მედიის ინფორმაციით, ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე გაიგზავნა ექვსი სახანძრო მანქანა და დაახლოებით 40 მეხანძრე. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ლონდონის პოლიციამ დაადასტურა, რომ ინციდენტი ანტისემიტურ დანაშაულად განიხილება. ეჭვმიტანილია სამი პირი, თუმცა ისინი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა შემთხვევას „შოკისმომგვრელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ანტისემიტიზმს „ადგილი არ აქვს“ ბრიტანულ საზოგადოებაში.

დამწვარი მანქანები ეკუთვნის Hatzola-ს, ებრაულ მოხალისეობრივ ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას უფასოდ უწევს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას და პაციენტები საავადმყოფოში გადაჰყავს.