73 წლის წინ მშობლებისთვის გაგზავნილი წერილი მამაკაცს უკან ახლა დაუბრუნდა

ფოსტა

აშშ-ის საფოსტო სამსახურმა 88 წლის ალან ბოლის, მისი მშობლებისთვის, ფრედერიკ და ელიზაბეტ ბოლებისთვის 73 წლის წინ, 1953 წელს გაგზავნილი საფოსტო ბარათი დაუბრუნა.

შვიდი ათწლეულის წინ დაკარგული წერილი ოტავაში, ილინოისის შტატში, ფოსტაში მიიტანეს. ფოსტის უფროსი მარკ ტომპსონი უძველესი წერილის ბედით დაინტერესდა. საფოსტო ბარათზე გამოსახული იყო გაეროს შენობა ნიუ-იორკში, რამაც, სავარაუდოდ, გამოიწვია წერილის შეცდომით ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გაგზავნა.

ტომპსონი ბოლის მოსაძებნად ადგილობრივ გენეალოგებს დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ ის ახლა აიდაჰოს შტატის ქალაქ სენდპოინტში ცხოვრობს.

ბოლმა საფოსტო ბარათზე მისი ხელწერა ამოიცნო (მას მისი ფოტო აჩვენეს), მაგრამ აღარ ახსოვს წერილის გაგზავნა. მან თქვა, რომ 1953 წლის ზაფხულში პუერტო რიკოში მოგზაურობისას ნიუ-იორკში ცოტა ხნით გაჩერდა. - წერს უცხოური პრესა.