ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
28 წლის ანჯელა უილიამსმა 6 წლის ვაჟს ბორკილები დაადო, შემდეგ სკამზე თოკით მიაბა და პიტ ბულს მიუგდო. ჩადენილი დანაშაულისთვის ანჯელას 19 წლის თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ანჯელას თქმით, შვილის უპასუხისმგებლო საქციელმა გააღიზიანა - რადგან ბიჭმა ეზოში ძაღლის ფეკალიები შიშველი ხელებით არ გაასუფთავა. დასასჯელად არასრულწლოვანს მაჯებსა და ტერფებზე ბორკილები დაადო. შემდეგ კი სკამზე თოკით მიაბა. როდესაც ბავშვს თავს პიტ ბული დაესხა - არასრულწლოვანს თავის გათავისუფლება არ შეეძლო. მოსამართლის განცხადებით, ანჯელა ამ ყველაფერს უყურებდა და არაფერი გააკეთა.
ანჯელა ამბობს, რომ ბავშვებისთვის ბორკილების დადება სრულიად უვნებელი საქციელად მიაჩნია და ამ მეთოდს შვილების დასასჯელად ხშირად მიმართავს.
უცხოურ გამოცემის ცნობით, ბავშვი ცოცხალია - თუმცა მას მძიმე დაზიანებები აღენიშნება.