ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
იტალიელი ეგვიპტოლოგების ჯგუფმა გიზის პლატოზე მიწისქვეშა კომპლექსის არსებობის ნიშნები აღმოაჩინა. კვლევის ავტორების ყურადღება ძირითადად დიდი სფინქსის ქვეშ მდებარე ზონაზე იყო გამახვილებული.
ეგვიპტოლოგ არმანდო მეის თქმით, ამ მონაკვეთის სკანირებისას სპეციალისტებმა ვერტიკალური შახტის არსებობა აღმოაჩინეს. მას სპირალური კიბე აქვს, რომელიც ორ მართკუთხა ოთახამდე მიემართება. ერთი ოთახი 600 მეტრზე მეტ სიღრმეზე მდებარეობს, მეორე კი 1200 მეტრის სიღრმეზე.
სტრათკლაიდის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ფილიპო ბიონდიმ დაადასტურა, რომ მიღებული მონაცემები ამყარებს ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც გიზაზე არსებული ნაგებობები დინასტიურ ეგვიპტემდე დიდი ხნით ადრეა აშენებული. თავად მეი მიიჩნევს, რომ გიზის პლატო დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 36 400 წელს შეიქმნა.
გათხრები მარტში დაიწყო. პროექტის მიზანი უფრო ძველი ცივილიზაციის თეორიის დადასტურება იყო. აპრილში ეგვიპტელმა არქეოლოგმა ზაჰი ჰავასმა კვლევა გააკრიტიკა და მეის და მისი გუნდის წევრები „ავანტიურისტებად“ მოიხსენია.