33 ათასი დოლარის კომპენსაცია - ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინების საქმიდან ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ჯოლი და პიტი

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინების საქმიდან ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც უცხოური მედია წერს, ჯოლიმ პიტის წინააღმდეგ სასამართლოში ახალ სარჩელი შეიტანა. მსახიობი ყოფილი მეუღლისგან 33 ათას დოლარს ითხოვს. მისი თქმით, ეს თანხა დაეხარჯა ყოფილი მეუღლის საპასუხო სარჩელებზე რეაგირებაში.

„მოვლენები, რომლებმაც მე და ბავშვები ბრედთან განშორებისკენ მიგვიყვანა, ემოციურად ძალიან მძიმე იყო,“ — ნათქვამია ანჯელინა ჯოლის სარჩელში.

 განქორწინების პროცესის დასაწყისში მსახიობმა პიტს მათი საერთო სახლი ლოს-ანჯელესში და Miraval-ის მამული უანგაროდ დაუტოვა, რათა ყოფილ მეუღლეს რთული პერიოდის გადალახვაში დახმარებოდა. როგორც ჯოლი ამბობს, არც ის და არც ბავშვები აღარ დაბრუნებულან მამულში, რადგან ეს ადგილი მტკივნეულ მოგონებებთან არის დაკავშირებული.

ცნობილია, რომ მსახიობმა თავისი ყველა დანაზოგი Miraval-ში ჩადო და ალიმენტზე ან სხვა ფინანსურ მხარდაჭერაზე უარი განაცხადა. მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი საკუთარი წილის გაყიდვა იყო. გარდა ამისა, ჯოლიმ ორი წლით შეაჩერა კარიერა, რათა თავი მთლიანად ბავშვების ჯანმრთელობასა და მათი კეთილდღეობისთვის დაეთმო, რაც მის ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახა.