ექსკლუზივი: დავით კოდუამ კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ მოდელისა და დედამისის დაპირისპირებაზე
1764618901
ავსტრიელი ინფლუენსერი, რომელიც საახალწლო წვეულების შემდეგ გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს.
სტეფანი პიეპერის ცხედარი ტყეში, ჩემოდანში იპოვეს.
ინფლუენსერის მკვლელობაში მისი შეყვარებულია ბრალდებული.
კაცმა სამართალდამცველებს აღიარებითი ჩვენება მისცა და ტყეში იმ ადგილას მიიყვანა სადაც ცხედარი დამალა.
ინფლუენსერის დაკარგვის შესახებ განცხადება პოლიციაში ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა შეიტანეს, მას შემდეგ რაც პიეპერი დაგეგმილ ფოტოსესიაზე არ გამოცხადდა და მისგან კავშირი გაწყდა.
People Magazine-ის ინფორმაციით, მეზობლებმა სახლიდან ჩხუბის ხმა გაიგეს და შენობაში პიეპერის ყოფილი შეყვარებულიც შენიშნეს.
ბრალდებული პოლიციამ ორშაბათს ავსტრიის საზღვართან დააკავა.