3 წლის ასაკში დაკარგული ბავშვი 40 წლის შემდეგ იპოვეს - პოლიციამ ბავშვის დედა დააკავა

დებორა

აშშ-ში, 40 წლის შემდეგ, პოლიციამ იპოვა სამი წლის ასაკში დაკარგული მიშელ ნიუტონი და ბრალი წაუყენა მის დედას. ამის შესახებ გამოცემა People წერს.

1983 წელს გოგონას დედამ, დებრა ნიუტონმა, მეუღლეს, ჯოზეფ ნიუტონს უთხრა, რომ ჯორჯიის შტატში ახალი სამსახური იპოვა. ოჯახი სრულ შემადგენლობაში უნდა გადასულიყო ახალ საცხოვრებელ ადგილზე, თუმცა დებრა პირველად გაემგზავრა და თან წაიყვანა მიშელი. ამის შემდეგ ქალი მეუღლეს აღარ დაკავშირებია. როდესაც ჯოზეფ ნიუტონი ჯორჯიაში ჩავიდა, იქ ცოლისა და შვილის კვალს ვერ მიაგნო. მან პოლიციას მიმართა და მათი გაუჩინარების შესახებ განაცხადა. დედა და შვილი დაკარგულებად ითვლებოდნენ 40 წელზე მეტხანს.

2025 წლის ნოემბერში ანონიმურმა ზარმა, რომელიც დებრა ნიუტონის ადგილსამყოფლის შესახებ იტყობინებოდა, სამართალდამცველები ფლორიდამდე მიიყვანა. იქ მათ იპოვეს დებრა, რომელიც შერონ ნილის სახელით ცხოვრობდა, და მისი ქალიშვილი. 46 წლის მიშელს ეჭვიც არასდროს გასჩენია, რომ მას ეძებდნენ.

დებრა ნიუტონი დააკავეს და მოგვიანებით 25 ათასი დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.