ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა
1779532063
სულ მცირე 2 ადამიანია მოკლული და 7 დაჭრილი იერუსალიმის შესასვლელთან მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსის გაჩერებაზე მყოფ ხალხს ავტომანქანიდან ცეცხლი გაუხსნა ორმა პირმა. თავდამსხმელები პოლიციელებმა დახოცეს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არ აუღია ისრაელის წინააღმდეგ მოქმედ არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას.
გამოცემა Jerusalem Post-ი წერს, რომ ერთი წლის წინ, ამავე გაჩერებაზე მოხდა აფეთქება, რომლის შედეგად 2 ისრაელელი დაიღუპა.