12 წლის ამერიკელმა გოგონამ ძმების სიცოცხლე იხსნა (უცხოეთი)

12 წლის ქლაი

12 წლის ამერიკელმა გოგონამ ძმების სიცოცხლე იხსნა. უცხოური მედიის ცნობით,სკოლიდან დაბრუნებისას, მეისიმ შენიშნა, რომ მის საცხოვრებელს ცეცხლი ეკიდა.

გოგონას ბევრი არ უფიქრია, ალმოდებულ სახლში შევარდა და ძმებს ხმამაღლა დაუძახა, რომ სწრაფად დაეტოვებინათ შენობა. როგორც მეისის დედა ამბობს, ამ დროს ერთ-ერთ ძმას ეძინა, ხოლო მეორე აბაზანაში იმყოფებოდა და ხანძრის შესახებ არაფერი იცოდნენ.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილას ოპერატიულად მივიდნენ და ხანძრის გავრცელება შეაჩერეს.