"ეს კაშკაშსა ფერი მუხტავს ჩვენს სულს..." - დასახელდა 2023 წლის მთავარი ფერი

წლის ფერი

2023 წლის ფერად Viva Magenta დასახელდა.  ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ფერის ინსტიტუტის ექსპერტების აზრით, ეს ელფერი, რომელიც წითელსა და ჟოლოსფერს შორისაა ბუნებასა და ენერგიას უკავშირდება და ყველაზე მეტად შემოქმედებასა და ხელოვნებასთან იწვევს ასოციაციას. Pantone-მა მომავალი წლის მთავარ ფერს ვებგვერდიც მიუძღვნა, სახელწოდებით Magentaverse.

„Viva Magenta აღადგენს თქვენს კავშირს თავდაპირველ მატერიასთან. ბუნების ძალების მეშვეობით ეს კაშკაშსა ფერი მუხტავს ჩვენს სულს და შინაგანი ძალის გამაგრებაში გვეხმარება“ - განაცხადა ფერის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ლეატრის ეისმანმა.

Pantone-ი წლის ფერს 2000 წლიდან ასახელებს, ეს არც თუ ისე მარტივი ამოცანაა. ინსტიტუტის სპეციალისტები ჯერ კიდევ გაზაფხულიდან ატარებენ კვლევას, რომელიც თითქმის 9 თვის განმავლობაში გრძელდება: ანალიტიკოსები აკვირდებიან მოდის ჩვენებებს, გამოფენებს ახალ ფილმებს. სწორედ ამ დაკვირვებებზე დაფუძნებით ირჩევენ მთავარ ფერს.

ინსტიტუტში განმარტავენ, არის მცდელობა გადათარგმნონ ფერის ენაზე ის, რაც მსოფლიოში ხდება.