5 მიზეზი, რის გამოც ქალებთან, რომლებიც მუდამ შავ ფერს ატარებენ

შავი

ქალი, რომლებიც შავ ტანსაცმელს ატარებს, ამბობენ - ფერადი ცხოვრებით ცხოვრობენო. ისაა არის მიზანდასახული, შრომისმოყვარე ქალი, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ მოიწყოს საოცნებო ცხოვრება.

კვლევის მიხედვით, ქალი, რომელსაც შავი ტანსაცმელი აცვია, ითვლება, რომ მიმზიდველი, წარმატებული და თავდაჯერებული ადამიანია. ესაა ძლიერი ქალი, რომელიც უბრალოებით გამოირჩევა და ყველას პატივიცემას იმსახურებს.

  • ასეთი ქალი, ყველაფერზე მეტად, საკუთარი თავის გაძლიერებაზეა ორიენტირებული. ეს არ არის ადამიანი, რომელთანაც უნდა იწუწუნო - მისი პასუხი მხოლოდ იმაში დაგარწმუნებს, რომ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი აუცილებლად უნდა დაიბრუნო.

 

  • მას არ ეშინია იყოს ის, ვინც სინამდვილეშია.  მას არ აინტერესებს რას ფიქრობენ სხვები. ის თავისი ცხოვრების ყველა ასპექტს აღიქვამს, როგორც თვითგამოხატვის საშუალებას და არასოდეს გახდება ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ აზრს ბრმად მიჰყვება.

 

  • ის პირდაპირი ადამიანია. თუ მას აზრს ჰკითხავ, მართალ პასუხს მიიღებ და არა იმას, რისი მოსმენაც შენ გსურს.

 

  • ეს ქალი, ელეგანტურობის და იდუმალების კომბინაციაა. არსებობს კი რამე უფრო იდუმალი, ვიდრე მოხდენილი, ელეგანტური ქალი, რომელმაც ზუსტად იცის საკუთარი თავის ფასი?

 

  • მას აინტერესებს როგორ ცხოვრობს და არა ის, თუ როგორ გამოიყურება. დიახ, მას სურს, რომ მთელი ენერგია მნიშვნელოვან საქმეებს დაუთმოს. ცხადია, მას აქვს სურვილი, ყოველთვის დახვეწილად გამოიყურებოდეს, მაგრამ დრო, რომელიც ტრენდული ფერების შეხამებაზე უნდა დახარჯოს, მისთვის ზედმეტად ძვირფასია - მას ურჩევნია, რომ ეს დრო, წიგნების კითხვას დაუთმოს!