1733256870
პრემიერის ორი წელი - მძიმე მემკვიდრეობა, ისტორიული პროექტები, რეგიონული უსაფრთხოება და საქართველო „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი
2021 წელი. თებერვალი. კოვიდპანდემია. გაჩერებული ეკონომიკა, ოპოზიციის პროტესტი და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა, - ასეთი იყო ვითარება საქართველოში ორი წლის წინ, რომელიც ქვეყანაში სახელისუფლებო კრიზისის შექმნის წინაპირობას აჩენდა... სწორედ ამ დროს, მმართველმა გუნდმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, რომელსაც პრემიერობის წინა ვადაში საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ისტორიული ხელმოწერა უკვე დატოვებული ჰქონდა.
ირაკლი ღარიბაშვილის თავიდან იღებს ხელისუფლების მართვის სადაავებს მაშინ, როცა რადიკალური ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს, ეკონომიკა ჩამონგრეულია და ქვეყანა, სადაც კოვიდპანდემია მძვინვარებს ვაქცინის გარეშეა...
პრემიერ-მინისტრი მყისიერი რეაგირებით იწყებს სიტუაციის დასტაბილურებას… პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურებაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ერთვება...
პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პარალელურად, კოვიდპანდემიით შეშინებული მოქალაქეებისთვის იმედის სხივი ჩნდება და უკვე მარტში, საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა შემოდის.
უპირობოდ ვთანხმდებით ყველა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პირობებში რეკორდული ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც პირდაპირ ნიშნავს მოქალაქეების საკეთილდღეოდ უფრო ეფექტურ სოციალურ პროგრამებს, ინფრასტრუქტურულ თუ რეგიონული განვითარების მასშტაბურ პროექტებს.
ახლა პრემიერ-მინისტრისთვის მთავარ ამოცანად რჩება რეგიონში სამშვიდობო პოლიტიკა.
რამდენად ეფექტიანია ირაკლი ღარიბაშვილის მმართველობის პოლიტიკა, როგორ დასძლია პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევები, რომელიც მთავრობის მეთაურის პოსტზე დამტკიცებისას დახვდა - ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებს ექსპერტ ამირან სალუქვაძესთან ერთად შევაფასებთ:
ამირან სალუქვაძე ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის ორ წელს საუკეთესო საქმიანობად აფასებს და ამბობს, რომ ერთადერთი პრემიერია საქართველოს ისტორიაში, რომელიც მთავრობის სხდომას ახალი იდეებით და პროექტებით იწყებს და ერთხელ ნათქვამს 5-ჯერ არ იმეორებს.
მისი თქმით, პრემიერს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო, მოყოლებული 2008 წლის ომის მძიმე შედეგებიდან დაწყებული ეკონომიკურ-პოლიტიკური კერიზისით დამთავრებული, რაც ძალიან მოკლე დროში აღმოფხვრა და საქართველოს დაუბრუნა მისი ადგილი რეგიონში.
„ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერად დანიშვნის დღიდან შეძლო აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ. მან უმოკლეს დროში შეძლოს სიტუაციის კონტროლი, რაშიც ყოველთვის ხელს უშლის ოპოზიცია. რაც არის სავალალო. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო საერთაშორისო მეგობრების და პარტნიორების ჩარევა.
პრემიერმა ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენელთან ერთად დაიწყო მუშაობა, ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში. ეს არის ძალიან დიდი კულტურა, რაც ჩვენს ოპოზიციას არ გააჩნია.
რაც შეეხება საწყის პერიოდს, როცა პრემიერმა ქვეყანაში შექმნილი კრიზის მოგვარება დაიწყო, შარლ მიშელის ჩართულება უკვე შეიძლება განხილული იყოს, როგორც საერთაშორისო აქტივობა და შიდა პოლიტიკური საკითხების დალაგება, რაც წარმატებით შეძლო და ქვეყანამ გააგრძელა ფუნქციონირება ისე, როგორც ამას მოითხოვდა საზოგადოება“,- ამბობს სალუქვაძე.
მისი თქმით, ყველაზე მეტად სასიამოვნო იყო, რომ პრემიერმა მოახერხა და რეგიონში საქართველოს მისი ადგილი დაუბრუნა.
„პრემიერმა ღარიბაშვილმა ფაქტობრივად გარდატეხა შეიტანა სამეზობლო პოლიტიკაში. საქართველომ დაიწყო თავისი ფუნქციის დაბრუნება. რაც აღნიშნა პრეზიდენტმა ალიევმა თბილისში ვიზიტის დროს, საქართველო იყო ყოველთვის ცენტრი, როგორც გეოგრაფიული განლაგებით, ასევე პოლიტიკით, რომელიც აერთიანებდა სამ სახელმწიფოს.
მნიშვნელოვანია, რომ 30-წლიან ისტორიაში საქართველო ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს მშვიდობის აღდგენის პროცესში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. ჩვენ ვნახეთ კონკრეტული შედეგიც. საქართველოს ფასილიტაციით, აზერბაიჯანმა მიიღო ნაღმების რუკები, ხოლო სომხეთს გადასცა სამხედრო ტყვეები...
განსაკუთრებით დასამახსოვრებელია პრემიერის ვიზიტი თურქეთში, ასეთი მაღალი დონის ვიზიტი არ ჰქონია არავის. ამ ვიზიტის შემდეგ ვხედავთ როგორი ურთიერთობა გვაქვს ნატოს წევრ დიდ მეგობარ ქვეყანასთან.
უამრავი ვიზიტის ჩამოთვლა შემიძლია, რომელიც საკმაოდ აქტიური და წარმატებულია, როგორც ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში და ცენტრალურ აზიაში.
საქართველო ასეთი დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ახერხებს ეკონომიკურ წინსვლას. და აწარმოებს აქტიურ საგარეო პოლიტიკას, რაც გულისხმობს მშვიდობის შენარჩუნებას და ეკონომიკურ სტაბილურობას.
ჩვენ ვიცით რომ ეკონომიკის სტაბილურობას სჭირდება უსაფრთხო გარემო, რაზეც ქვეყნის მეთაური წარმატებით ყოველდღიურად ზრუნავს.
ჩვენ ვართ ისტორიული პროექტის დოკუმენტის ხელმომწერის მომსწრე. საქართველო აღრმავებს თავის მნიშვნელოვან ფუნქციას, რასაც ტრანზიტულ ფუნქცია ჰქვია. საუბარია აბსოლუტურად სხვა განზომილებაზე, როცა საქართველო იქნება ელექტროენერგიის გამტარი სახელმწიფო. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ის, რომ ამ პროექტზე მიერთების სურვილი გამოთქვა საუდის არაბეთმა.
აქვე არის ინტერნეტკაბელის ახალი პროექტი, რომელმაც შავი ზღვის ფსკერზე უნდა გაიაროს და დააკავშიროს რეგიონი ევროპასთან“,- ამბობს ამირან სალუქვაძე.
სამხედრო ექსპერტი, დადებითად აფასებს პრემიერის ძალისხმევას, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნას. თუმცა, მისივე თქმით, აქაც სავალალო მდგომარეობაა, რადგან ოპოზიცია საკუთარ ინტერესებს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე ქვეყნის და ხალხის.
როგორც ამირან სალუქვაძე განმარტავს, ოპოზიციას ახასიათებს ორკესტრირებული ქმედებები და განცხადებები ისეთი პირებისგან, რომლებსაც საერთოდ არაფერი გაეგება, თუ რა ვითარებაა რეალურად. რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ახალმა აგრესიამ.
„25 თებერვალს იყოს პრემიერის პირველი განცხადება ომში ჩართვასთან დაკავშირებით. ეს განცხადება შემთხვევით არ გაკეთებულა. მე მეტი ინფორმაცია მაქვს ჩემი პირადი კონტაქტებიდან გამომდინარე და ძალიან კარგად ვიცი რა მოვლენები შეიძლებოდა განვითარებულიყო ქვეყანაში და რა საშიშ მდგომარეობაში იყო საქართველო. ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა ორკესტრირებული შეტევით და წარმოაჩინა ისე, რომ თითქოს საქართველო არ არის უკრაინის მხარეს. აქაც თმენის მაღალი კულტურა აჩვენა პრემიერმა და მმართველმა გუნდმა. ჩვენ ვხედავთ პრემიერის ძალისხმევას, რომ იყოს უკრაინელი ხალხის გვერდით. პრემიერის ინიციატივით გაიგზავნა ჰუმანიტარული დახმარება. დღემდე რამდენი დევნილი უკრაინელი ცხოვრობს საქართველოში, რომელსაც აქვთ საქართველოს მთავრობის მხრიდან შეღავათები და დახმარება. ვისაც სურს ამის გაგება გაიგებს, ვისაც არ სურს, არ გაიგებს. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სწორად გაიგო.
ჩვენ გვესმის ის რეალობა, რაც შექმნა 2008 წლის ომმა დღემდე. ამ ყველაფერმა, მემკვიდრეობამ შექმნა ვითარება, რომ საქართველოში სამხედრო მოქმედებების გაჩაღება არის საშიში და სავალალო. რუსეთთან თავიდან ჩართვა აღარ იქნება იმ ინტენსივობის, რაც იყო 2008 წელს იყო. რუსეთი თავზეხელაღებულია დღეს. ვხედავთ რომ უკრაინას მიწასთან ასწორებს. საქართველო ტერიტორიულად ბევრად პატარაა და ომი საქართველოში როგორ წარმოუდგენიათ?!
ამიტომაა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ომი არ დაუშვას. ამაში საერთაშორისო პარტნიორები ჩვენს გვერდით უნდა იყვნენ. პრემიერი ამბობს, რომ „უკრაინას უსურვებს მშვიდობას, ომის დამთავრებას, სუვერენიტეტის აღდგენას“ - მეტი რა არის გამარჯვება.
როცა ასეთი რთული ვითარებაა, ასეთ დროს ოპონენტები უნდა იდგნენ ხელისუფლების გვერდით და უნდა გავსულიყავით ერთად სამშვიდობო მხარეს. 2008 წელს ხომ იყო კარგი, როცა ყველა ერთად იდგა. ისევე უნდა იყოს დღეს, მაგრამ ახლა პირიქით ხდება. ეს ომი ყველას გვეხება. ბირთვულ დაპირისპირებამდეა მისული ვითარება“,- განაცხადა სალუქვაძემ.
ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ იმ მასშტაბის მხარდაჭერა რაც პრემიერის ინიციატივით გაკეთდა უკრაინელი ხალხის მიმართ სამაგალითოა. სხვანაირად არც შეიძლებოდა.
„ერთი წელის გახდება მალე, რაც უკრაინიდან დევნილი მოქალაქეები საქართველოში ცხოვრობენ. სკოლებში გაიხსნა უკრაინული სექციები. მათ დაენიშნათ სპეციალური კომპენსაცია. თვეების მანძილზე ცხოვრობდნენ მთავრობის ხარჯებით. რაც შეეხება უკრაინელი დევნილებისთვის თანხის გამოყოფას, იქამდე გაგრძელდება, სანამ მშვიდობით არ დაბრუნდებიან თავიანთ სამშობლოში. რაც შეეხება ქვეყნის დახმარებას, ახლაც გრძელდება. ცოტა ხნის წინ გაიგზავნა ახალი დახმარება, მათ შორის მძლავრი გენერატორები“,- აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.
პრემიერის საქმიანობის შეფასებისას, ამირან გამყრელიძეს ყურადღების მიღმა არ დაუტოვებია მთავრობის სხდომები, სადაც ქვეყნის მეთაური ყოველკვირეულად მასშტაბურ პროექტებს, სოციალურ და პოლიტიკური წინსვლის საკითხებს განიხილავს.
„პირფერობა არ მჭირდება თანამდებობის პირებთან, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პირველი პრემიერია, რომელიც მთავრობის სხდომას ყოველთვის ახალი ინიციატივით, ახალი პროექტით, ახალი იდეებით იწყებს და არა ისე, როგორც ადრე, ერთ გაკეთებულ საქმეს, ხუთჯერ რომ თავიდან ხსნიდნენ.
მნიშვნელოვანია, რომ პრემიერი ზრუნავს ხალხზე. მიუხედავად მძიმე გეოპოლიტიკური ვითარებისა, ირაკლი ღარიბაშვილის მთელი რიგი მიმართულებები სწორედ საზოგადოების კეთილდღეობაზეა მიმართული.
ეს იქნება მედიკამენტებზე ფასების შემცირება. სურსათის თუ საწვავის ფასების შემცირება. პრემიერმა უკვე გადადგა ნაბიჯები, რომელიც ახალი ეტაპია და ველოდები იგივე შედეგებს, როგორც ეს მოხდა მედიკამენტების ფასების შემცირებაზე.
არ შეიძლება არ აღვნიშნო სერიოზული ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა თავდაცვის ძალების გაძლიერების მიმართულებით. შენდება სამხედრო ქალაქი. გაიზარდა ხელფასები. ძლიერდება თავდაცვისუნარიანობა. პრემიერმა ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს დაიწყო რეფორმები, რომელიც დღემდე გრძელდება. თავდაცვის მიმართულება. გაზრდილი ხელფასები. იმედი მაქვს და მჯერა, ყველა წამოწყებული საქმე წარმატებით განხორციელდება და ამას საზოგადოება დაინახავს“,- განაცხადა ამირან სალუქვაძემ.