1761851455
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის N10 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესს ალტერნატიულ შენობაში გააგრძელებენ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის N10 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესს ალტერნატიულ შენობაში გააგრძელებენ.
ახალი სივრცე, რომელსაც აღმოსავლეთ-ევროპის უნივერსიტეტი სკოლას სრულიად უსასყიდლოდ დაუთმობს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა N10 საჯარო სკოლის მშობლებთან ერთად დაათვალიერა.
N10 საჯარო სკოლის მოსწავლეები N22 საჯარო სკოლის კონკრეტულ ფლიგელში სწავლობდნენ, სადაც შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით გაიგზავნა მოთხოვნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. დასკვნის მიღებამდე მოსწავლეები რამდენიმე დღით დაუყოვნებლივ გადავიდნენ დისტანციური სწავლების ფორმატზე. პარალელურად სამინისტრო აქტიურად მუშაობდა N10 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ალტერნატიული ფართის უზრუნველსაყოფად. განხილულ იქნა 10-მდე ვარიანტი და შეირჩა საუკეთესო შენობა, რომელიც აკმაყოფილებს სწავლა-სწავლების პროცესის სტანდარტებს და ადგილმდებარეობის კუთხით მისაღებია მშობლებისთვის.
ამ ეტაპზე, სკოლის დირექციის მხრიდან, სამინისტროს დახმარებით მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და ორშაბათიდან, N10 საჯარო სკოლის მოსწავლეების სწავლას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში გააგრძელებენ.











