ვილნიუსის აეროპორტმა საჰაერო ბურთების გამოჩენის გამო მუშაობა შეაჩერა

ვილნიუსის აეროპორტი

ვილნიუსის აეროპორტმა მუშაობა ადგილობრივი დროით 23:10 საათამდე შეაჩერა.

როგორც აეროპორტის გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეჩერების მიზეზი აეროპორტისკენ მიმავალი საჰაერო ბურთები იყო.

„წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება ვილნიუსის აეროპორტისკენ მიმავალი საჰაერო ბურთის ან ბურთების გამო იყო მიღებული. შეზღუდვა ძალაში დარჩება ადგილობრივი დროით 23:10 საათამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გასულ კვირას, ვილნიუსის აეროპორტი საჰაერო ბურთების გამოჩენის გამო ოთხჯერ დაიხურა. გავრცელებული ცნობით, საჰაერო ბურთები ბელარუსიდან სიგარეტის კონტრაბანდისთვის გამოიყენება. უსაფრთხოების გამო ბელარუსთან დარჩენილი ორივე სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაიხურა.