ჩაი

თუ დღეში ამ რაოდენობის ფინჯან ჩაის დალევთ, დიაბეტის ტიპი 2-ის განვითარების რისკს 17%-ით შეამცირებთ - ახალი კვლევა

ჩინეთში ჩატარებული უახლესი კვლევის მიხედვით, დღეში, სულ მცირე, 4 ფინჯანი ჩაის დალევა ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკს 17%-ით ამცირებს.  ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.  

გამოცემის ცნობით, კვლევაში  ევროპის 8 სხვადასხვა ქვეყნიდან 1,076,311 ადამიანი მონაწილეობდა. 

დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც დღეში 1-3 ფინჯნამდე ჩაის სვამენ, დიაბეტის განვითარების რისკი 4%-ით მცირდება, ხოლო თუ  4 ან მეტი ფინჯნის შემთხვევაში,  17%-ით.  როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს შედეგი ძალიან დამაიმედებელია.

ასევე ნახეთ: მეცნიერებმა შექმნეს ახალი პრეპარატი, რომელიც იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედების ამოცნობაში ეხმარება

მთავარი სიახლეები