1733169705
რამდენად ახლოს ვართ კიბოს დამარცხებასთან - უნიკალური აღმოჩენა
კობის უნივერსიტეტის იაპონელმა მკვლევრებმა კიბოს უჯრედების მანამდე უცნობი თვისება აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, სიმსივნის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული.
მკვლევრების ჯგუფმა დაადგინა, რომ კიბოს უჯრედების და ჯანსაღი უჯრედების მემბრანები ერთმანეთისაგან სიმკვრივით განსხვავდება. კიბოს უჯრედებში მემბრანები უფრო მოქნილი და რბილია. მეცნიერებმა სიმსივნის წინააღმდეგ საბრძოლველად მისი უჯრედების ფიზიკური მახასიათებლების შეცვლის შესაძლებლობების შესწავლა დაიწყეს.
მეტასტაზების დაბლოკვის გზების მოძიება დაავადების დამარცხების უმთავრესი კომპონენტია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ავთვისებიანი უჯრედების მემბრანების სიმკვრივის გაზრდით მეტასტაზების შეჩერება შესაძლებელია.
პრეკლინიკურმა ექსპერიმენტებმა უკვე დაადასტურა, რომ მკურნალობის ახალი სტრატეგია ცხოველებზე წარმატებით მუშაობს. ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა თაგვებში. კერძოდ, ამ მეთოდმა შესაძლებელი გახადა ძუძუს კიბოს სიმსივნური უჯრედების სხვა ორგანოებზე გავრცელების შეჩერება.
შეგახსენებთ, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სალმონელას ბაქტერიის მეშვეობით სიმსივნის მკურნალობის მეთოდი შექმნეს.
ამასთან, უკვე შეიქმნა ძუძუს კიბოს საწინააღმდეგო პირველი ვაქცინაც.
ხოლო, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა კიბოს ინოვაციური მკურნალობა შეიმუშავეს, რომელიც იმუნური T-უჯრედების გააქტიურებას ემყარება.
გარდა ამისა, მიმდინარე წლის ზაფხულში ფარმაცევტული კორპორაცია BioNTech-ის მიერ შემუშავებული კიბოს საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა პირველმა პაციენტმა მიიღო.
ასევე ნახეთ:
მაცივრის უკანა ნაწილი გამოასუფთავეთ... - ნახეთ, კიდევ 10 მეთოდი, როგორ დავზოგოთ ელექტროენერგია