ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა აინშტაინის რგოლი დააფიქსირა

ვები

მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორია ჩვენ გაოცებას დღითი დღე განაგრძობს. ამჯერად ჯეიმს ვების კოსმოსურმა  იშვიათი ფენომენი დააფიქსირა, რომელსაც აინშტაინის რგოლს (ბეჭედს) უწოდებენ. სურათზე კაშკაშა სფერო და მის გარშემო შემოვლებული ნათელი რგოლია ნაჩვენები. ეს გალაქტიკაა, რომლისგანაც დაახლოებით 12 მილიარდი სინათლის წელი გვაშორებს.

ის SPT-S J041839-4751.8-ის სახელითაა ცნობილი და მიზეზი, რომლის გამოც მას მსგავსი სახით ვხედავთ, გრავიტაციული ლინზირებაა. ამ დროს სინათლის წყაროსა და დამკვირვებელს შორის არსებული მასიური ობიექტის ან ობიექტების მძლავრი გრავიტაცია სხივებს ამრუდებს, რის შედეგადაც ვიღებთ ეფექტს, რომელიც სწორედ აინშტაინმა იწინასწარმეტყველა.