იესო ქრისტემ დაუმკვიდროს მართალთა სასუფეველი ქალწულ დარიას - ლევან ვასაძის სამძიმარი

ბიზნესმენი ლევან ვასაძე

„სამოთხეში ვიყავი, სანამ დაშა დუგინა არ მოკლეს“ - ნათქვამია ლევან ვასაძის სამძიმრის წერილში, რომელიც ალექსანდრ დუგინის შვილის პანაშვიდზე წაიკითხეს, მოგვიანებით კი მისი სრული ვერსია ულტრანაციონალისტურ მედია ცარგრადზე გამოქვეყნდა.

ვასაძე წერს, რომ მისი მეგობრის შვილის სიკვდილის ამბავი ზემო იმერეთში ყოფნისას გაიგო და მთელი ერთი დღე, გამბედაობა არ ჰყოფნიდა დაერეკა შვილმკვდარი დუგინისთვის და მისი ცოლისთვის.

„...იმ ღამეს ცუდად მეძინა, მდინარე ყვირილას ხეობის მთებიდან, ქარმა დაუბერა და გაანათა ჩვენი სახლი და ხეები. დილით, ლიტურგიისთვის მომზადებისას, შემთხვევით ტელეფონს გადავავლე თვალი და მწუხარებისგან გავიყინე. იქ ნანახი საშინელება ჩემს ცოლს ძლივს ვუთხარი და, ატირებული დავტოვე, ჩემი თავი არ მახსოვდა, ტაძარში წავედი ჩემი მეგობრის ქალიშვილის სულისთვის სალოცავად." წერს ვასაძე.
ვრცელ წერილში ვასაძე აღნიშნავს, რომ დაშა დუგინას მასზე მემუარები უნდა დაეწერა:

„...შარშანდელი მოვლენების ლოგიკით, სწორედ დაშა დუგინას უნდა დაეწერა მემუარები ჩემზე, მაგრამ ზეცამ სხვაგვარად დაადგინა და წაიყვანა, მშობლებსა და ნათესავებს კი გამოცდა გამოუგზავნა, იმაზე უარესი, ვიდრე რამე არსებობს" - წერს ვასაძე.
ვასაძე ყვება დუგინას განსაკუთრებულ სიყვარულზე მამის მიმართ, სამშობლოს მიმართ და  ფილოსოფიის მიმართ:

"მისი უბიწო სილამაზე და გამჭრიახობა სრულიად გამსჭვალული იყო კიდევ ერთი მწველი სიყვარულით, სამშობლოს სიყვარულით. ის ამისთვის ცხოვრობდა, ამისთვის მოქმედებდა...“, - წერს ის.

წერილის დასასრულს ის „ქართულ-რუსულ-უკრაინულ ერთობაზე“ საუბრობს:

„...ამ ფერისცვალების კვირაში ყვირილას გასწვრივ ხეტიალისას საერთოდ არ ვიცოდი რა მეთქვა სანუგეშოდ ალექსანდრე გელევიჩსა და ნატალია ვიქტოროვნასთვის, უცებ გამახსენდა, რომ ველური მაყვალი და შავი თუთა ერთმანეთის გვერდით იზრდებოდა. ღრმა ბავშვობიდან სიცხეში მჭრიდნენ და მტანჯავდნენ. ან ბუჩქებზე ეკლებით, ან მაღალ ტოტებზე მიუწვდომლობით, რატომღაც ისინი ზოგჯერ სრულიად არ განსხვავდებოდნენ ჩემ სისხლთან მსგავსებით, ასევე გემოთი. ისინი ერთნი არიან სიახლოვის გამო, მიუხედავად მათი სახეობების განსხვავებისა. ასე რომ, ჩვენ ერთნი ვართ, მიუხედავად იმისა, ვინ ვართ - ქართველები, რუსები თუ უკრაინელები. შენი ტკივილი ჩვენი ტკივილია და ჩვენი ნუგეში შენი ნუგეშია. 

უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ დაუმკვიდროს მართალთა სასუფეველი ქალწულ დარიას და განამტკიცოს მისი მშობლები და ახლობლები!“, - წერს წერილში ლევან ვასაძე.