პენიტენციური სამსახური გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით ახალ ვიდეოკადრებს აქვეყნებს
1791200865
ისტორიაში პირველად, ნასამ ასტეროიდს, ტრაექტორიის შესაცვლელად, კოსმოსური აპარატი შეაჯახა.
ექსპერიმენტის მიზანი ასტეროიდების შეჯახების პოტენციური საფრთხისგან დედამიწის დაცვაა. მისიის ფარგლებში, ნასამ 600 კილოგრამიანი აპარატი, 160 მეტრიანი ასტეროიდის მიმართულებით 2021 წლის 23 ნოემბერს გაუშვა, შეჯახების პროცესს ნასა პირდაპირ ეთერში გადასცემდა.
ექსპერიმენტის შემდეგ ეტაპზე მეცნიერები ასტეროიდის ტრაექტორიას დააკვირდებიან. დაკვირვების პროცესი რამდენიმე თვეს გაგრძელდება.