პენიტენციური სამსახური გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით ახალ ვიდეოკადრებს აქვეყნებს
1791200865
საფრანგეთის განათლების მინისტრის, ედუარ ჟეფრეს განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე მოსწავლეთა საპროტესტო აქციების გამო, დღეს ქვეყნის მასშტაბით 500-მდე სკოლა სრულად ან ნაწილობრივ დახურული იქნება, - ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.
მისი თქმით, 400-500 სკოლაში სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ შეჩერდება, რადგან უსაფრთხოების პირობები დაკმაყოფილებული არ არის. მინისტრის ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ 24 სკოლა „დაიწვა ან გაიძარცვა“.
ამასთან, საპროტესტო აქციების ორგანიზატორები საზოგადოებას სამშაბათს აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდეს და მიზეზად მთავრობის მხრიდან კონკრეტული ზომების არარსებობა დაასახელეს.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ კვირას წარადგინა სამოქმედო გეგმა და ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდა, კადრების დეფიციტის აღმოფხვრა პრიორიტეტად დაისახონ.
მან ასევე რეგიონების ხელმძღვანელებთან სამშაბათისთვის შეხვედრა დანიშნა, რათა ქვეყნის მასშტაბით ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სასკოლო შენობების საფუძვლიანი განახლების საკითხი განიხილონ.
ცნობისთვის, საფრანგეთში მოსწავლეები სკოლებთან საპროტესტო აქციებს უკვე ერთ კვირაზე მეტია მართავენ. საფრანგეთის მასშტაბით მოსწავლეები სკოლების დაფინანსების ნაკლებობას, მასწავლებლების დეფიციტსა და სასწავლო პირობების გაუარესებას აპროტესტებენ. საპროტესტო მოძრაობის დაწყების შემდეგ 5 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის 85 პროცენტი არასრულწლოვანია.