დედამიწისკენ "ეშმაკის კომეტა" მოექანება - რა უნდა ვიცოდეთ

"ეშმაკის კომეტა"

ეშმაკის მეტსახელით ცნობილი იშვიათი და მასიური კომეტა დედამიწას 71 წლის განმავლობაში პირველად ჩაუვლის და, შესაძლოა, ხილული იყოს მზის სრული დაბნელების დროს ამერიკაში, 8 აპრილს.
NASA-ს ცნობით, "ეშმაკის კომეტა" მზესთან უახლოეს წერტილს მიაღწევს და ყველაზე კაშკაშა ნათება 21 აპრილს ექნება. ასტრონომიული მოვლენა ემთხვევა 8 აპრილის სრულ მზის დაბნელებას ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელიც დააბნელებს შეერთებული შტატების ნაწილებს ტეხასიდან მეინამდე.

კომეტა, რომელსაც ოფიციალურად ეწოდა კომეტა 12P/Pons-Brooks, ცნობილია როგორც "ეშმაკის კომეტა" ყინულისა და გაზის ორი "რქის" წარმოქმნისა და პერიოდული აფეთქებების გამო.

ჰალეის კომეტასთან შედარებით, რომელიც მზის გარშემო ბრუნავს ყოველ 76 წელიწადში, 12P/Pons Brooks არის მოკლე პერიოდის კომეტა, ორბიტული პერიოდით 20-დან 200 წლამდე. კომეტა ეშმაკს 71 წელი სჭირდება ორბიტაზე შემოსაფრენად, ის ბოლოს 1954 წელს ნახეს.

23 მარტს ბაიკონურიდან კოსმოსური ხომალდი "სოიუზ MS-25" გაუშვეს. მისი შეერთება დაგეგმილია 25 მარტს, ასტანას დროით, 20:10 საათზე.