მზეზე უზარმაზარი ხვრელი გაჩნდა, რომელშიც 60 დედამიწა მოთავსდებოდა
1701954840
მომდევნო 2 კვირის განმავლობაში კომპანია OpenAI ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ ჩატ-ბოტს ChatGPT ხმოვანი კომუნიკაციის შესაძლებლობას დაამატებს. ამის შესახებ CNN-ი წერს.
ტელეარხის ცნობით, ხელოვნური ინტელექტი დაწერილი ტექსტის გახმოვანებას შეძლებს. პროგრამაზე მუშაობაში გახმოვანების მსახიობები მონაწილეობდნენ. განახლების შემდეგ ChatGPT ხმოვან ბრძანებებზე პასუხის გაცემას შეძლებს და ასევე თავის ტექსტებს 5 სხვადასხვა ხმით გაახმოვანებს.
ახალი ფუნქცია მხოლოდ ChatGPT Plus-ის მომხმარებლებისთვის და კორპორაციული კლიენტებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.