ივლისის ძლიერი მაგნიტური ქარიშლების თარიღები ცნობილია: მაგნიტური შტორმების კალენდარი
1751916956
7 ივლისს "კავეა- სითი მოლში" ტელეწამყვანისა და მომღერლის, თიკა ფაცაციას ახალი სიმღერისა და კლიპის პრეზენტაცია გაიმართა.
სიმღერის სახელწოდებაა "ბედნიერების მჯერა". სიმღერის ავტორი-კომპოზიტორი, რუსა მორჩილაძეა. ტექსტი კი ირინა სანიკიძესა და თიკა ფაცაციას ეკუთვნით.
არანჟირებასა და ორკესტრირებაზე ნიკოლოზ რაჭველმა და ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიურმა ორკესტრმა იმუშავა. ნამუშევარზე თიკა ფაცაცია წელიწად-ნახევარი მუშაობდა.
კლიპში თიკას ბავშვობას ულამაზესი გოგონა განასახიერებს, რომელიც მომღერლის ძმის შვილია. როგორც არჩილ სოლოღაშვილმა განაცხადა, ის მამიდასავით ნიჭიერია.