ცნობილი „კანონიერი ქურდი“ და მისი მეუღლე დააკავეს
1789242412
ვენეციის 83-ე კინოფესტივალის გამარჯვებულები დასახელდნენ. მთავარი ჯილდოს, „ოქროს ლომის“ მფლობელი დანიელი რეჟისორის, მაი ელ-ტუკის ფილმი „ქალი, უცნობი“ გახდა.
ჟიურის დიდი პრიზი ლის ჩან-დონის სურათმა „შესაძლო სიყვარულმა“ მიიღო.
ჯილდო „ვერცხლის ლომი“ საუკეთესო რეჟისურისთვის ილია ხრჟანოვსკის გადაეცა ფილმისთვის „დაუ“.
ჟიურის სპეციალური პრიზი ერგო ისრაელელი რეჟისორების, იუვალ აბრაჰამისა და რაჰელ შორის დოკუმენტურ ფილმს NAZA.
კაცის და ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდოები („ვოლპის თასი“) ჯონ მალკოვიჩმა („ველური ცხენი ნომრით ცხრა“) და მატილდა არსელმა („ქალი, უცნობი“) მიიღეს.
საუკეთესო სცენარის ნომინაციაში გამარჯვება სტეფან ბრიზეს, კორალი ამედეოსა და ოლივიე გორსეს ( „კარგი პატარა ჯარისკაცი“) ერგოთ.