საქართველოს საგანძურში კიდევ ერთი ნამუშევარი დაბრუნდა

საქართველოს საგანძურში კიდევ ერთი ნამუშევარი დაბრუნდა

საქართველოში მე-16 საუკუნის მოოქრული ტრიპ-ტიქი დაბრუნდა, რომელიც აღორძინების ხანის იტალიელი მხატვრის ბერნანდინო პინტუ-რიკოს სკოლის წარმომადგენელს ეკუთვნის. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ტრიპ-ტიქი, სხვა ნივთებთან ერთად, საქართველოდან გაიტანეს და ის ერთ-ერთმა ევროპელმა კოლექციონერმა შეიძინა.

საგანძურის სამშობლოში დაბრუნება, კულტურის მინისტრის ინიციატივითა და უწყების ფინანსური მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლემ შეისყიდა.

"საამაყოა ის ფაქტი, რომ მოვახერხეთ ხელოვნების სასახლესთან და უკვე ამ მიმდინარე წლის განმავლობაში რამდენიმე ნამუშევარი დავაბრუნეთ საქართველოს საგანძურში და დღეს, კიდევ ერთ-ერთი ასეთი აღორძინების ხანის ნამუშევარი, რომელიც ბიბლიურ თემაზეა შექმნილი, რომელიც ანდრია დადიანის კოლექციებში ინახებოდა და გასაბჭოების, 1921 წლის მერე იქნა გატანილი საქართველოდან, დაუბრუნდა თავის ადგილსამყოფელს“, - აცხადებს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე.