„ეს არის უმძიმესი დანაკარგი...“ - ახალგაზრდა სტუდენტი გარდაიცვალა
1793303495
საფრანგეთში, პარიზში, Carrousel du Louvre-ის საგამოფენო სივრცეში, Art Shopping-ის ფარგლებში, ქართველი ქალი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
პროექტი აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და აჭარის მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებით განხორციელდა და ქართული თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო კულტურულ სივრცეში წარმოჩენას ემსახურებოდა.
გამოფენის ოფიციალურ გახსნას, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში, ირაკლი ყურაშვილი, საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
დამთვალიერებელს ქართველი მხატვრების ნამუშევრების შესახებ ინფორმაციას აჭარის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელი, თეონა ზოიძე, ხელოვნების მუზეუმის მმართველთან, ლელა ცხოიძესთან და მონაწილე მხატვრებთან ერთად აცნობდა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნინო ჩაკვეტაძის, ეკატერინე მუხაძის, ქეთი ბათიაშვილის, ლია შველიძის, ირინა ტორონჯაძის, ეკატერინე ცინცაძის, თამთა დარჩიას, მაია გერსამიას და დიანა თალაკვაძის ნამუშევრები.
ექსპოზიცია ქართველი ქალი მხატვრების სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრებს აერთიანებდა, რომლებშიც ასახულია ქართული კულტურული იდენტობა, ინდივიდუალური შემოქმედებითი ხედვა და თანამედროვე სამყაროს აქტუალური თემები. Art Shopping-ში მონაწილეობა ხელს უწყობს კულტურულ დიალოგს, საერთაშორისო პროფესიული კავშირების გაღრმავებას და ქართული კულტურისა და თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას.
2026 წლის 1 მარტს, აჭარის ხელოვნების მუზეუმში, ქართველ ქალ მხატვართა გამოფენა სახელწოდებით - ,,ქალი გაზაფხულის ექსპრესია“ ჩატარდა.
ექსპოზიცია 2026-2028 წლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმოგზაურებს. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში იმყოფებიან ქართველი ქალი მხატვრები Art Shopping-ზე.
გამოფენა სამი დღის განმავლობაში 23-25 ოქტომბერს მიმდინარეობდა.
Art Shopping-ში ყოველწლიურად 500-ზე მეტი ხელოვანი მონაწილეობს. ღონისძიებას 100 000-მდე ვიზიტორი სტუმრობს.
მოგესალმებით, გიგზავნით Art Shopping - ის ინფორმაციას და ფოტოებს, პირველი სამი ფოტო დანომრილია, მადლობა