მარკ როთკოს ათეულ მილიონ დოლარად შეფასებული ნამუშევარი ბავშვმა დააზიანა

მარკ როთკო

მარკ როთკოს აბსტრაქტული ტილო „Grey, Orange on Maroon, No. 8,“ რომელიც 1960 წელს შეიქმნა, როტერდამის მუზეუმიდან დროებით გატანილია. ათეულ მილიონ დოლარად შეფასებული ნამუშევარი 5 წლამდე ბავშვმა დააზიანა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როტერდამის მუზეუმში განაცხადეს, რომ სურათზე დაზიანება მხოლოდ ზედაპირულია და მისი რესტავრაცია უკვე დაწყებულია.