1758196762
კახიძის მუსიკალური ცენტრში სალოტბარო სკოლების დაარსებიდან 10 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

საქართველოს სხვადასხვა კუთხის 32 სალოტბარო სკოლის მოსწავლეები თბილისელ მსმენელთან შესახვედრად ემზადებიან.
20 მაისიდან მოსწავლეებს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი უმასპინძლებს, სადაც ერთი კვირის მანძილზე ინტენსიური რეპეტიციები ჩატარდება.
პროექტის მთავარი ღონისძიება 28 მაისს ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება. 500 მოსწავლე სცენაზე გააცოცხლებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის გალობას, სიმღერას და ქორეოგრაფიულ ნიმუშებს. პროექტი ეძღვნება პირველი სალოტბარო სკოლის დაარსებიდან 10 წლის იუბილეს. ამ ხნის მანძილზე გაიზარდა თაობა , რომელიც გახდამნიშვნელოვანი რგოლი , ცოცხალი ფოლკლორის გადაცემის უწყვეტი ჯაჭვში.პროექტის მხარდამჭერია: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო