ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1761677155
ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-9 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში კურტ ელინგისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა. საღამოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
ჯანსუღ კახიძის მე-9 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12 მაისს გაიხსნა და 25 მაისს მსოფლიო ვარსკვლავის, აფრიკელი მომღერლის, „გრემის“ ხუთგზის მფლობელის, ანჟელიკ კიჯოსა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დაიხურება. კონცერტებს მაესტრო ვახტანგ კახიძე დირიჟორობს.