წყალი 36 საათით შეწყდება - ნახეთ, მისამართები და გრაფიკი დეტალურად
1790191248
პარლამენტის თავმჯდომარემ მთელი ის ანატომია აღწერა, რა გზაც ე.წ. პროტესტმა გაიარა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, დღეს ეს არის ძალადობრივი თემი, რელიგიური სექტა, რომელიც შორს არის დემონსტრაციისგან, აზრის მშვიდობიანად გამოხატვისგან.
„ყველა გზით აცდენილია იმას, რასაც ეს ადამიანები საკუთარ თავს უწოდებენ. ეს ყველაფერი შეფუთულია იმით, რასაც პარლამენტის თავმჯდომარემ ფსევდორელიგიური სექტა უწოდა. სამწუხაროდ, ეს მათი რეალური სახეა. საზოგადოება მათ მიზნებს ხედავს. იმედია, მათი წამხალისებლები ქვეყნის შიგნიდან და გარედან გაიაზრებენ, რომ მათ აქტივობას საქართველოს დემოკრატიასთან და ეროვნული მიზნების მიღწევასთან საერთო არ აქვს“, – აღნიშნა მახაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა: „ოპოზიციური დღეთაღრიცხვით დღეს „პროტესტის“ 666-ე დღეა, ეს მრგვალი თარიღი კარგი შესაძლებლობაა, აღვწეროთ, როგორ გარდაიქმნა პოლიტიკური პროტესტის აქტივისტთა ჯგუფი ფსევდორელიგიურ მოძრაობად“.