სპეცოპერაცია იტალიაში - დაკავებულია მინდია ლავასოღლი
1748638577
ნიუ იორკში მცხოვრებმა საოპერო მომღერალმა გოჩა აბულაძემ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საოცარი საღამო აჩუქა მსმენელს. ქართველ ბარიტონს აკომპანემენტს კანადელი პიანისტი ბრაიან ვეგორნი უწევდა.
უცხო მიწაზე გოჩას მაგიური ხმით ემოციურად შესრულებული ქართული სიმღერები, დამსწრეთ, იმ ნოსტალგიურ კარუსელში ატრიალებდა, რომელშიც მხოლოდ ემიგრაციაში მცხოვრებნი მსხდარან და იციან, რა ტკივილიანია მისი ბრუნვა...
ამ საღამოზე მიღებულ ემოციურ დარტყმას კი, ამ კონცერტის მსმენელები, ასე გვიზიარებენ.
ზაქარია ჭელიძე, ფოტოხელოვანი: გუშინდელ გოჩას სოლო კონვერტზე ბევრი შემიძლია ვისაუბრო დაუსრულებლად.
ადგილი ეს ულამაზესი ტაძარი, საოცარი პიანისტი, აი, საოცარი Bryan Wagorn.
ადამიანები სავსე სიყვარულით და ძალიან ცნობილი პროდიუსერები და არამარტო.
ეს კონცერტი დიდი ხიდია მის მომავალში, მე მჯერა.
1000 ფოტო შეიძლება გადაიღო, მაგრამ ის, რაც მე დავინახე და ვიგრძენი, ეს ენერგია, სიყვარული, პატრიოტიზმი, მონატრება, მადლიერება - აქ, ამ ფოტოშია.
და ვისაც გაუმართლა გუშინ და დაესწრო კონცერტს, მიხვდება, რაზე ვსაუბრობ.
გოჩა, ძაან მინდოდა ეს მეთქვა შენთვის.
რთული გზა გაიარე. მე ვიცი, როგორი მადლიერი ხარ სამყაროს დღეს და მარტო სიხარულის ცრემლები მენახოს აწი.
გილოცავ და ალბომს მერე დავდებ. ძაან ემოციურია და ჯერ არ შემიძლია. თითოეული მიყვარს, ვინც საქართველოს მაღალ გემოვნებიან ხარისხში წარადგენს.
ზაქარიას ამ ემოციურ პოსტს ეპასუხება მომღერალი.
გოჩა აბულაძე: ზაქარია, მადლობა თანადგომისთბის ! მიყვარხარ, ძმაო ! ეს რა კადრი გადაგიღია. ოქროსთვალება კაცი ხარ.
ქეთევან ბერაია: 26 მაისი, დამოუკიდებლობის აღდგენის 107 წლისთავი და ჩვენი წილი, გულით ამღერებული საქართცელო - ნიუ იორკში!! საოცარი შესრულება, დაუვიწყარი საღამო, ზღვა ემოცია და სითბო. დიდი ხანია, სიმღერას ასე არ "შევუძრივარ" - მადლობა გოჩ!!!
და მადლობა სასწაულ Bryan Wagorn!!!